კვლევის მეთოდები Share Our Page

ტესტირება

ეისითის პროდუქტების კვლევის დიდი გამოცდილება აქვს და გთავაზობთ პროდუქტის ტესტირებას ექსპერიმენტული კვლევის სხვადასხვა მეთოდებით. ჩვენ ვატარებთ ღია და ბრმა ტესტებს, როგორც რესპონდენტების საცხოვრებელ ადგილზე, ასევე სპეციალურად კვლევისათვის მოწყობილ ლაბორატორიულ პირობებში.

ბრმა ტესტი
პროდუქტის ღია ტესტები ძირითადად ახალი პროდუქტების განვითარების მიზნით გამოიყენება და გულისხმობს რესპონდენტების მიერ პროდუქტების მოხმარებას და შემდგომში მათი შთაბეჭდილებების გამოკითხვას კმაყოფილება-უკმაყოფილების, სხვა პროდუქტებთან შედარების, სამომავლო ყიდვის განზრახვის შესახებ და ა.შ.
ბრმა ტესტები ეს ერთგვარი ექსპერიმენტებია, რომელიც აქტიურად გამოიყენება მარკეტინგულ კვლევებში იმის შესასწავლად, თუ როგორ აღიქვამს მომხმარებელი ამა თუ იმ პროდუქტს, მარკეტინგული მიქსის ან ბრენდის გავლენისგან დამოუკიდებლად. განსხვავებით ღია ტესტებისაგან, ბრმა ტესტში პროდუქტებს რესპონდენტები ყოველგვარი შეფუთვის ან სახელის ცოდნის გარეშე სინჯავენ, მოიხმარენ და აფასებენ, რაც საშუალებას იძლევა პროდუქტის შეფასება ყოველგვარი ცნობიერი თუ არაცნობიერი მიკერძოებულობის გარეშე მოხდეს.

ჰოლ ტესტი
ჰოლ ტესტი არის ტესტირების მეთოდი, რომელიც გულისხმობს საკვლევი საკითხის შესწავლას ლაბორატორიულ პირობებში, სადაც იმიტირებულია რეალური სიტუაცია. სპეციალურად მოწყობილ ოთახებში მომხმარებლები ახალი პროდუქტის გემოს, ფორმას, შინაარსს ან შეფუთვას სხვა ალტერნატიულ ვარიანტებთან ერთად ხედავენ და ქცევას საკუთარი პრეფერენციების მიხედვით ახორციელებენ. იქვე ტარდება ინტერვიუები, სადაც რესპონდენტები აკეთებენ შეფასებებს და განმარტავენ საკუთარ ქცევას. ჰოლ ტესტის პირობებში შესაძლებელია რამოდენიმე პროდუქტის პარალელური ტესტირება და მათი ურთიერთშედარება.