მარკეტინგული კვლევა

რეკლამის კვლევა

ინფორმაციით გადატენილ სამყაროში რთულია მიიქციო ყურდაღება. შეტყობინება ისეთი ფორმით და ხერხებით უნდა იყოს მიწოდებული, რომ მომხმარებელმა იგი სხვა ათასისგან გამოარჩიოს. ჩვენთან ერთად თქვენ შეძლებთ სარეკლამო კამპანია გახადოთ მომხმარებლისთვის მაქსიმალურად შთამბეჭდავი, გამორჩეული და მიმზიდველი.

რეკლამის პრე-ტესტი

ერთი და იგივე შეტყობინების გადმოცემა შესაძლოა ათასი განსხვავებული ფორმით მოხდეს, თუმცა ამ დროს, მხოლოდ თქვენს “მარკეტინგულ ინსტინქტზე” დაყრდნობა ძალიან სარისკოა. ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი სახის საკომუნიკაციო მასალის ტესტირებას სარეკლამო აქტივობის დაწყებამდე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი რეკლამის წარმატების ალბათობას.  

რეკლამის პოსტ-ტესტი

ზოგჯერ ხდება, რომ სარეკლამო აქტივობის შედეგები არ არის კომპანიის მიერ გაწეული შრომისა და ხარჯების ადეკვატური. აი, სწორედ მაშინ ჩდება კითხვა: “რატომ იყო რეკლამა წარუმატებელი?”  ACT დაგეხმარებათ განხორციელებული სარეკლამო კამპანიების ეფექტურობის შეფასებაში, რის საფუძველზეც თქვენ შეძლებთ უკეთ დაგეგმოთ მომავალი სარეკლამო აქტივობები.