კონსალტინგი
პროდუქტის განვითარება
ჩვენი კლიენტებისა და ჩვენი სპეციალისტების საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ყველა პროდუქტმა, რომელმაც ჩვენს ხელში გაიარა, ბაზარზე წარმატებას მიაღწია. ახალი პროდუქტის განვითარებას ბევრი ფაქტორის ერთობლიობა ესაჭიროება:
- ორგანიზაციის გახსნილობა იდეების მიმართ;
- გარემოს მიმღებლობა სიახლეების მიმართ;
- კომპანიის ძლიერი სურვილი, შექმნას ახალი პროდუქტი;
- იდეის ტესტირება და სრულყოფილი შესწავლა.
იდეის კონცეფციის ჩამოყალიბების მხარდაჭერა და ტესტირება
როგორც წესი კლიენტი ჩვენთან ახალი იდეით მოდის, ზოგჯერ ამ იდეას კონცეფციებად ქცევა სჭირდება. იდეის სიცოცხლისუნარიანობის განმსაზღვრავი ეტაპი კი მისი ტესტირებაა.
პროდუქტის მრავალმხრივი განვითარება
მას მერე, რაც იდეა ტესტირების ეტაპს გაივლის და კორექტირდება, პროდუქტის განვითარების ეტაპი დგება. ამ დროს იდეას ფიზიკური ფორმა ეძლევა. ჩვენი ჩართულობა და მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებებით გრძელდება:

