მარკეტინგული კვლევა

 

მარკეტინგული კვლევები ეისითის ძირითადი მიმართულებაა. ჩვენ კვლევების ფართო სპექტრს გთავაზობთ როგორც ფიზიკური პირების (business-to-consumer), ასევე ორგანიზაციულ (business-to-business) ბაზარზე.

ბაზრის კვლევა

ბაზრის კვლევა ჩვენი კლიენტების  ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს, ადექვატურად შეაფასონ ბაზარზე საკუთარი პოზიციები, გაანალიზონ შესაძლებლობები, დაინახონ მომავალი ტენდენციები, მიიღონ და განახორციელონ ეფექტური ბიზნეს-გადაწყვეტილებები.  

რეკლამის კვლევა

ინფორმაციით გადატენილ სამყაროში რთულია მიიქციო ყურდაღება. შეტყობინება ისეთი ფორმით და ხერხებით უნდა იყოს მიწოდებული, რომ მომხმარებელმა იგი სხვა ათასისგან გამოარჩიოს. ჩვენთან ერთად თქვენ შეძლებთ სარეკლამო კამპანია გახადოთ მომხმარებლისთვის მაქსიმალურად შთამბეჭდავი, გამორჩეული და მიმზიდველი.  

მომხმარებლის კვლევა

ქუჩაში, ოფისში, სახლში, სავაჭრო ობიექტში, ყველგან, სადაც თქვენი მომხმარებელია, ჩვენ ვსწავლობთ მის ფიქრებს, სურვილებს, ქცევასა და  დამოკიდებულებებს. ჩვენ გეტყვით, რა ხდება სინამდვილეში თქვენს ბრენდსა და მის მომხმარებლებს შორის, რა შექმნის მათ შორის საუკეთესო ურთიერთობის გამოცდილებას და გახდება ხანგრძლივი დიალოგის დასაწყისი.  

პროდუქტის კვლევა

ახალი პროდუქტების 80% ბაზარზე გამოსვლიდან 1 წელიწადში კვდება. დღეს შანსი მხოლოდ ისეთ პროდუქტებს ეძლევა, რომელიც მომხარებელს განსაკუთრებულ ფუნქციურ თუ ემოციურ სარგებელს სთავაზობს. ACT-ის პროდუქტის კვლევები დაგეხმარებათ ახალი თუ არსებული პროდუქტის შეფასებასა და დახვეწაში.  

ბრენდის კვლევა

ცნობილია, რომ დღეს იყიდება არა პროდუქტი, არამედ მომხმარებლის წარმოდგენა ამ პროდუქტის შესახებ, ანუ ბრენდი. ACT-ის ბრენდის კვლევის ინსტრუმენტები საშუალებას გაძლევთ თვალნათლივ დაინახოთ, როგორ აღიქვამს მომხმარებელი თქვენს ბრენდს, რა პოზიციები აქვს, როგორ ვითარდება და რა პოტენციალი გააჩნია.  

ორგანიზაციული კვლევა

გარე ფაქტორების გარდა, არსებობს უამრავი შიდაორგანიზაციული ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კომპანიის წარმატებულ ფუნქციონირებას. ეისითის მკვლევარები მოგაწვდიან სანდო და ობიექტურ ინფორმაციას თქვენს ორგანიზაციაში არსებული სიტუაციის შესახებ.