იდუმალი მყიდველი
იდუმალი მყიდველი მომსახურების ხარისხის შეფასების ყველაზე ზუსტ ბარომეტრად ითვლება.
იდუმალი მყიდველი ასევე წარმატებით გამოიყენება კონკურენტების დაზვერვის მიზნით. ჩვენი მომსახურების საშუალებით თქვენ მიიღებთ სანდო და ზოგ შემთხვევაში, ექსკლუზიურ ინფორმაციას კონკურენტების პროდუქტების, მომსახურების, ფასების და მარკეტინგული აქტივობების შესახებ, რაც გეხმარებათ უფრო ეფექტური სტრატეგიის შემუშავებაში.
მომსახურების ხარისხის მონიტორინგი
მომხმარებლის ლოიალურობას მნიშვნელოვანწილად სწორედ მომსახურების ხარისხი განსაზღვრავს. ჩვენ გთავაზობთ მომსახურების ხარისხის შეფასებას როგორც თითოეული თანამშრომლის ჭრილში, ასევე გაყიდვების ობიექტის ჯამურ მაჩვენებლებს.
მომსახურების სტანდარტის განვითარება
ჩვენ გეხმარებით დახვეწოთ კომპანიის სტანდარტები და მოარგოთ თქვენს მომხმარებელს. მომსახურების სტანდარტის განვითარებით მოიპოვებთ უპირატესობას როგორც სერვისის, ისე გაყიდვების კუთხით.
პროდუქტის განთავსების / რეკომენდაციის მონიტორინგი
პროდუქტის განთავსების მონიტორნგის დახმარებით თქვენი პროდუქტი ყოველთვის თვალსაჩინო და აქტუალური იქნება.
მარკეტინგული აქტივობების მონიტორინგი
თქვენ მიიღებთ ზუსტ და ნათელ პასუხებს თქვენი მარკეტინგული აქტივობების შესახებ - როგორ მიმდინარეობს პროცესი, რა ხარვეზები იჩენს თავს იმპლემენტაციისას, იცავს თუ არა პერსონალი დადგენილ სტანდარტებს.
გარემოს აუდიტი
მომსახურების ხარისხთან ერთად, მნიშვნელოვანია ის გარემო, რომელიც მომხმარებელს კომპანიაში ხვდება. იდუმალი მყიდველები აკვირდებიან თქვენს ვიზუალურ მხარეს და გეხმარებიან იცოდეთ როგორ ჩანხართ მომხმარებლის თვალში.
კონკურენტების აუდიტი
თქვენ მიიღებთ სანდო და ხშირად ექსკლუზიურ ინფორმაციას, კონკურენტების პროდუქტის, მომსახურების, ფასების და მარკეტინგული აქტივობების შესახებ. რაც დაგეხმარებათ ეფექტური სტრატეგიის შემუშავებაში.


