ჩვენს შესახებ
ACT საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და სტრატეგიული კონსალტინგის სფეროს ლიდერია კავკასიაში. მეცნიერული და კრეატული მიდგომების ბალანსით, ჩვენ კლიენტს ვაძლევთ ცოდნას, იდეასა და რწმენას, რომ გახდეს უფრო ძლიერი, შექმნას რაიმე ღირებული და მნიშვნელოვანი. ჩვენ პროფესიონალთა გუნდი ვართ, რომელიც მზადაა თავისი ცოდნა და ენერგია მოახმაროს კლიენტების გრძელვადიან განვითარებასა და კეთილდღეობას. ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს მათი მატერიალური ფასეულობის გაზრდაში, არამატერიალური აქტივების განვითარებისა და გაძლიერების გზით. თუ თქვენ სტრატეგიული ამოცანების წინაშე დგახართ ან უბრალოდ გრძნობთ, რომ ცვლილებების დროა, ეისითი მზადაა დაგეხმაროთ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში.
ჩვენი ისტორია
ACT (ეისითი - ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი) დაარსდა 2002 წელს. თავდაუზოგავი შრომის წყალობით კომპანიამ სწრაფად მოიპოვა მაღალი რეპუტაცია და ლიდერის პოზიცია ქართულ ბაზარზე.
ჩვენი ფილოსოფია
ჩვენი მისიაა ორგანიზაციებს მივცეთ ნათელი ხედვა, იდეა და რწმენა იმისათვის, რომ გახდეს უკეთესი, შექმნას რაიმე ღირებული და მნიშვნელოვანი.
მმართველი გუნდი
ეისითის პროფესიონალი და ენერგიული ლიდერები მართავენ. ჩვენს მენეჯერთა უმრავლესობას კვლევასა და კონსალტინგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ადამიანები
”ეისითის” განვითარებასა და წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ”ეისითის” თანამშრომლებს - რომელიც ჩვენი კომპანიის ყველაზე ღირებულ აქტივს წარმოადგენს.
ოფისები
ეისითის ორი თანამედროვე, კომფორტული ოფისი აქვს კავკასიაში: საქართველოსა და აზერბაიჯანში.
რესურსები
ეისითის მძლავრი ტექნიკური რესურსები გააჩნია. ჩვენ მუდმივად ვაახლებთ ტექნიკურ ბაზას და ვნერგავთ ინოვაციებს.
წევრობა
”ეისითი” 2004 წლის ოქტომბრიდან საზოგადოებრივი აზრის და მარკეტინგული კვლევების მსოფლიო ასოციაციის, ESOMAR-ის წევრია.
ბრენდის იდენტურობა
ეისითის გამორჩეული კორპორატიული სტილი ზუსტად შეესაბამება მისი ბრენდის არსს. ეისითის ლოგო კი მსოფლიოში გამორჩეულია და არა ერთ საერთაშორისო კონკურსზე მოიპოვა წარმატება.

