ჩვენი კრედო
სიყვარული და პატივისცემა
ჩვენ გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ და ამით ვაძლევთ ენერგიას ჩვენს საქმიანობას, ჩვენ პატივს ვცემთ და გვიყვარს ადამიანები, კომპანიები ვისთვისაც ვქმნით პროდუქტს, ჩვენს გვიყვარს ჩვენი მეგობრები, ვისთან ერთადაც ვმუშაობთ და ის გარემო, სადაც ეს შექმნილი საქმეები ხორციელდება.
პასუხისმგებლობა
ჩვენ ვუფრთხილდებით ერთმანეთს და იმ გარემოს, რომელშიც ვმუშაობთ. ჩვენ ყოველთვის ვიცავთ კლიენტის ინტერესებს და მუშაობის პროცესში მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალობას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული თითოეული ინფორმაცია თუ რეკომენდაცია ძირეულად ცვლის ან ამყარებს ჩვენი კლიენტის ხედვას, ამიტომაც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს საქმიანობას. ჩვენ ვზრუნავთ საზოგადოებაზე, ვითვალისწინებთ მის ინტერესებს და მოთხოვნებს. ჩვენ არასდროს მივცემთ კლიენტს ისეთ რეკომენდაციას, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს.
ჩვენი ურთიერთობა თანამშრომლებთან, კლიენტებთან, პარტნიორებსა და საზოგადოებასთან ეფუძნება კეთილსინდისიერებასა და პროფესიული ეთიკის ნორმებს.
განვითარებაზე ორიენტაცია
ჩვენ არასდროს ვჩერდებით, მუდმივად ვსწავლობთ და ვზრუნავთ ჩვენს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე. ჩვენ მუდმივად თვალყურს ვადევნებთ ჩვენი დარგის სიახლეებს, ვიყენებთ და ვხვეწთ ახალ ტექნოლოგიებს ჩვენს სფეროში, ვანვითარებთ ნოვატორულ, კლიენტისათვის საინტერესო მიდგომებს. ჩვენ ასევე წვლილი შეგვაქვს ჩვენი კლიენტის განვითარებაში. ჩვენ ვეხმარებით მას გახდეს უკეთესი და უფრო ფასეული ყველა დაინტერესებული პირისთვის (stakeholders).
ეფექტურობა
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი შრომა შედეგით ფასდება. ამდენად, მიგვაჩნია, რომ ყველა ჩვენი ქმედება ეფექტური უნდა იყოს, ხოლო ჩვენი შრომა შედეგის მომტანი - ჩვენთვის, კლიენტისთვის თუ საზოგადოებისთვის. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისა და თვითრეალიზაციის საშუალება ეძლევათ. ჩვენ ასევე ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს ახალი შესაძლებლობების გამოვლენასა თუ არსებულის ეფექტურ გამოყენებაში.
ჩვენს ენერგიას, ცოდნასა და მონდომებას ყოველთვის საუკეთესო შედეგების მისაღწევად მივმართავთ!
