მარკეტინგული კვლევა > ორგანიზაციული კვლევა

ქსელური ანალიზი

Share |

ხშირად ორგანიზაციის ფორმალური სტრუქტურის მიღმა არსებობს არაფორმალური სტრუქტურა, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს კომპანიის საქმიანობაზე. ინფორმაციის გაცვლა, ინოვაციური იდეების გავრცელება, გამოცდილების გაზიარება ადამიანური ურთიერთობების საშუალებით ხდება და ამიტომაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობათა სქემების ანალიზი და თვალსაჩინო ასახვა.

ACT  ანალიტიკოსები ქსელური ანალიზის მეთოდით შეისწავლიან საინფორმაციო ნაკადებს (information flow) თქვენს ორგანიზაციაში. ეს მეთოდი საუკეთესო საშუალებაა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ურთიერთობების, კავშირების, ინფორმაციის ნაკადების აღმოჩენისთვის, მათი ვიზუალიზაციისა და ანალიზისათვის.

მიღებული ცოდნა:
-    რამდენად ასახავს თქვენი კომპანიის ფორმალური ორგანიზაციული სტრუქტურა ორგნიზაციაში არსებულ რეალობას;
-    რამდენად ეფექტურია მართვის პროცესები თქვენს ორგანიზაციაში;
-    როგორია ორგანიზაციის მენეჯმენტს შორის ურთიერთობა, მათი  კავშირები ჯგუფის წევრებს შორის. ასევე, რამდენად კოორდინირებულია კომუნიკაცია დეპარტამენტებს შორის.
-    რა აფერხებს ორგანიზაციაში ინფორმაციულ ნაკადებს / შიდა კომუნიკაციებს;
-    არსებობენ თუ არა თქვენს ორგანიზაციაში არაფორმალური ლიდერები და ვინ არიან ისინი; რამდენად დიდია მათი ზეგავლენის არეალი;
-    ვინ არიან თქვენს ორგანიზაციაში ის ადამიანები, რომლებსაც თანამშრომლები რჩევისა და კონსულტაციისთვის მიმართავენ; რა ცოდნა არსებობს ორგანიზაციაში და რამდენად ეფექტურად ხდება მისი გამოყენება;
-    არსებობენ თუ არა და ვინ არიან  ორგანიზაციაში ის თანამშრომლები, რომელთაც თქვენი ბიზნესისთვის საჭირო კონტაქტები გააჩნიათ;

მიღებული შედეგები:
-    ორგანიზაციის  რეალური სტრუქტურის ანალიზის საფუძველზე ფორმალური სტრუქტურის დახვეწას და საწარმოო პროცესების მართვის ოპტიმიზაციას;
-    მენეჯერებსა და დეპარტამენტებს შორის თანმშრომლობის დონის  / კოორდინირებულობის გაზრდას და ორგანიზაციული მართვის ეფექტურობის ზრდას;
-    აქციოთ არაფორმალური ლიდერების ქცევას, ორგანიზაციის მართვად და ეფექტურ საკომუნიკაციო არხებად. მათი დახმარებით უფრო ეფექტურად შეძლებთ ცვლილებების მენეჯმენტს, ინოვაციების დანერგვასა თუ არსებული სტრატეგიების განხორციელებას. 
-    ადამიანური რესურსების ეფექტური მართვას;
-    ორგანიზაციაში არსებული ცოდნის  / ექსპერტიზის ეფქტური მართვას;
-    პარტნიორებთან  / კლიენტებთან ეფექტური კავშირების დამყარებას.