მარკეტინგული კვლევა > პროდუქტის კვლევა

ფასის ელასტიურობის კვლევა

Share |

ხშირად კომპანიები პროდუქტის ფასწარმოქმნისას მხოლოდ 2 კომპონენტს ითვალისწინებენ: 1) პროდუქტის თვითღირებულებასა და 2) კონკურენტების ფასებს. თუმცა, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ასეთი მიდგომა არ არის გამართლებული, რადგან არ არის გათვალისწინებული ყველაზე მნიშვნელოვანი - მომხმარებლის ფაქტორი. ჩვენ მოგაწვდით სანდო მონაცემებს იმის შესახებ, თუ რისი გადახდის მზაობა აქვს მომხმარებელს თქვენს პროდუქტში და როგორ იმოქმედებს ესათუის ფასი მათი ყიდვის ქცევაზე. ამ მონაცემებზე დაყრდნობით თქვენ შეძლებთ ადეკვატური საფასო პოლიტიკის შემუშავებას.

წარმატებულ საფასო პოლიტიკას კომპანიისათვის დიდი მოგების მოტანა შეუძლია, და პირიქით, აქ დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება პროდუქტის სრული კრახი გამოიწვიოს, ხოლო კომპანიას მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიაყენოს. ჩვენ ეს კარგად გვესმის და სწორედ ამიტომ პროდუქტის ფასის ელასტიურობის კვლევას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ჩვენს ბაზარზე აპრობირებული კვლევითი მიდგომები და ინსტრუმენტები, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და წარმატებული პროექტები, გვაძლევს თავდაჯერებულობას ჩვენი დახმარება შემოგთავაზოთ.

მიღებული ცოდნა:
-  როგორ აღიქვამს მომხმარებელი პროდუქტის არსებულ ფასს? რა იქნებოდა მისთვის დაბალი, მაღალი, შესაბამისი ფასი?
-  რა ფაქტორები ან პროდუქტის რა მახასიათებლები ახდენენ ზეგავლენას ფასის აღქმაზე?
-  როგორია თქვენი პროდუქტის ოპტიმალური და საპენეტრაციო ფასი?
-  რამდენად მგრძნობიარენი არიან მომხმარებლები თქვენი პროდუქტის ფასის ცვლილების მიმართ;
-  როგორ ზეგავლენას ახდენს ფასის კონკრეტული ერთეულით ცვლილება მისი ყიდვის განწყობაზე?

მიღებული შედეგები:
    შეიმუშაოთ ოპტიმალური საფასო პოლიტიკა;
    წინასწარ განსაზღვროთ და მოემზადოთ ფასის ცვლილებასთან დაკავშირებული შედეგებისთვის;
    გაზარდოთ პროდუქტის წარმატების ალბათობა;
    დააზღვიოთ კომპანია ფინანსური რისკებისგან ან მოუტანოთ მას მნიშვნელოვანი მოგება.