სახელისა და ლოგოტიპის ტესტირება
ბრენდის ძლიერი სახელი და ლოგოტიპი უფრო მეტ ეფექტს იძლევა, ვიდრე პროდუქტისა თუ სერვისის დეტალური აღწერა - ისინი ბრენდის დაპირებას გადასცემენ. სწორედ ამიტომ, როდესაც სრულიად ახალ ბრენდს ქმნით ან არსებულს აახლებთ, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა ინფორმაციას აწვდის ბრენდის ახალი სახელი თუ ლოგოტიპი თქვენს მომხმარებელს, რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარეები.
ACT სახელისა და ლოგოტიპის ტესტირებას თანამედროვე მიდგომებითა და კომბინირებული კვლევითი მეთოდებით ახდენს. ტესტირებისას ჩვენ ვაფასებთ:
|
პირველად ასოციაციებს |
რა პოზიტიურ თუ ნეგატიურ პირველად ასოციცაციებს იწვევს ბრენდის სახელი თუ ლოგოტიპი მომხარებლის თავში? |
|
შესაბამისობას ბრენდის იდეასთან |
რამდენად გადმოსცემს ან რამდენად შეესაბამება ბრენდის იდეას, ფასეულობებსა და დაპირებას? |
|
შესაბამისობას პროდუქტთან / კომპანიასთან |
რამდენად შეესაბამება ბრენდის სახელი და ლოგო პროდუქტს, სერვისსა თუ კომპანიას? |
|
გამოთქმის (სახელი) / ვიზუალური აღქმის (ლოგო) სიმარტივეს |
რამდენად მარტივად გამოითქმის სახელი ან რამდენად მარტივად აღიქმება ლოგოტიპზე გამოსახული სიმბოლო და წარწერა? |
|
ჟღერადობის (სახელი) / ვიზუალურ (ლოგო) მიმზიდველობას |
რამდენად მიმზიდველია მომხმარებლისთვის სახელის ჟღერადობა და ლოგოტიპის ვიზუალური მხარე? |
|
სახელის სემანტიკურ ველს |
რა შინაარსები ხვდება სახელის სემნატიკურ ველში? რა შინაარსებს იტევს სახელი, როგორც სიმბოლო? მისი ჟღერადობა (ფონოსემნატიკა) ხომ არ არის სასაცილო, არაკორექტული ან მიუღებელი მომხმარებლისთვის? |
|
ემოციურ ძალას |
არის თუ არა ჩადებული სახელსა და ლოგოტიპში ემოციური მუხტი? თუ კი, რა ტიპის ემოციებს აღძრავს ისინი? რამდენად არის ეს ემოციები ყიდვის ქცევის მასტუმილირებელი? |
ამ პარამეტრების გათვალისწინებით, ჩვენ დაგეხმარებით ისეთი სახელისა და ლოგოტიპის შემუშავებაში, რომელიც:
- ეფექტურად გადმოსცემს ბრენდის იდეასა და დაპირებას;
- შეესაბამება პროდუქტს / კომპანიას;
- მიმზიდველი და მასტიმულირებელია მომხმარებლისათვის;
- და რაც მთავარია, უძლებს დროს!
