კონსალტინგი > სტრატეგიული პიარი

რეპუტაციის მართვა

Share |

ნებისმიერი კომპანიის უმნიშვნელოვანესი აქტივი მისი რეპუტაციაა. ძლიერი რეპუტაცია გავლენას ახდენს გაყიდვებზე, ლოიალობაზე, თანამშრომელბის მოზიდვასა და შენარჩუნებაზე. სწორედ პოზიტიური რეპუტაცია იცავს კომპანიებსა და ორგანიზაციებს კრიზისებისგან, ამცირებს მისი ნეგატიური გავლენის ძალას, ამარტივებს მოლაპარაკებებსა და ზრდის დადებითი შედეგების მიღების შესაძლებლობას.

ჩვენ ჩვენი კლიენტი კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის რეპუტაციის შექმნაზე, კორექციასა და მართვაზე კომპლექსურად ვმუშაობთ. ეტაპები, რომელსაც კლიენტთან ერთად გავდივართ, ასეთია:

1. რეპუტაციის კვლევა:

- რეპუტაციის კვლევა ორგანიზაციის შიგნით;
- რეპუტაციის კვლევა ორგანიზაციის გარეთ;

2. კვლევების შედეგად კონკრეტული ორგნიზაციისა თუ კომპანიითვის რეპუტაციის განმსაზღვრელი მახასიათებლების დადგენა, ასეთი მახასიათებლები შესაძლოა იყოს: სანდოობა, გამჭირვალობა, გახსნილობა, სიძლიერე, ინოვაცია, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმიანობა  და სხვა მახასიათებლები.
3. ძირითადი და დამხმარე მესიჯ-ბოქსების შექმნა;  
4. რეპუტაციის მხარდამჭერი პროგრამების შემუშავება ორგანიზაციის შიგნით;
5. კომუნიკაციის კამპანიის დაგეგმვა, რომელიც მოახდენს უკვე განსაზღვრული რეპუტაციის მახასიათებლების კომუნიცირებას ორგანიზაციის გარეთ, სამიზნე აუდიტორიაში;
კამპანიის დროში დაგეგმვა;
6. ბიუჯეტირება;
7. შეფასების მექანიზმების დადგენა.