კვლევის მეთოდები

რაოდენობრივი კვლევა

Share |

რაოდენობრივი კვლევების გუნდი შედგება 15 სუპერვაიზორისა და 800-მდე ინტერვიუერისგან, რომელთა ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია თბილისში, დანარჩენი კი რეგიონალურ ფილიალებში. საველე დეპარტამენტში  კონტროლს  ახორციელებს  4 კაციანი მუდმივი ჯგუფი.

ინტერვიუერების შერჩევა ტესტირების  საფუძველზე ხდება. კვლევაში მონაწილეობის მიღებამდე ჩვენ სპეციალურად ვატრეინინგებთ  მათ  კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებსა და ინტერვიუს ჩატარების პროფესიულ ტექნიკაში. კონკრეტული პროექტის ამოცანებისა და მიზნების გაცნობის შემდეგ ინტერვიუერებს ეძლევათ მკაცრად განსაზღვრული ინსტრუქციები რესპონდენტის შერჩევასთან და კითხვარის შევსებასთნ დაკავშირებით.
 
საველე სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს შევსებული ანკეტების რევიზია სუპერვაიზორების მიერ. კონტროლის ჯგუფი ახდენს ჩატარებული ინტერვიუების გადამოწმებას განმეორებითი ინტერვიუებით ( ტელეფონით ან  სახლში/ოფისში მისვლით). ნებისმიერი პროექტის ფარგლებში კონტროლდება თითოეული ინტერვიუერის მიერ ჩატარებული ანკეტების 20%. დამწყები ინტერვიუერების შემთხვევაში კონტროლდება ნამუშევრის 100%.


პირისპირ ინტერვიუ
პირისპირ ინტერვიუ რაოდენობრივი მონაცემების მოპოვების მეთოდია, რომელიც რესპონდენტისა და ინტერვიუერის უშუალო კონტაქტს გულისხმობს. მისი ძირითადი უპირატესობას წარმოადგენს    პირისპირ საუბრისას რთული შეკითხვების დასმისა და რესპონდენტისთვის თვალსაჩინო მასალის (შეფუთვები, ვიდეო რგოლები და ა.შ.) ჩვენების შესაძლებლობა.   კვლევის ამოცანების თავისებურებებიდან გამომდინარე, ეისითის ინტერვიუები პირისპირ გამოკითხვებს სხვადასხვა ადგილებზე ახორციელებენ. მათ შორის:

    • რესპონდენტის სახლში
    • ოფისში
    • ქუჩაში
    • სავაჭრო ობიექტებში
    • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე

სატელეფონო ინტერვიუ
სატელეფონო ინტერვიუ  სწრაფი და ეკონომიური საშუალებაა მომხმარებელისა  და საზოგადოების აზრის შეასაწავლად. ის  საუკეთესოდ ერგება    იმ რესპონდენტთა ცხოვრების წესს,  რომლებიც ბევრს მოგზაურობენ, ხშირად დაკავებულნი  არიან და უბრალოდ  არა აქვთ საკმარისი დრო იმონაწილეონ  უფრო  ხანგრძლივ  გამოკითხვებში.  
CATI
ეისითი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით, რომლითაც ტარდება ფიქსირებული და მობილური სატელეფონო კვლევები. CATI (computer assested telephone interview) ანუ კომპიუტერიზირებული სისტემა ინფორმაციის ბევრად უფრო სწრაფად და ხარისხიანად მოპოვების საშუალებას იძლევა. ის  არ საჭიროებს ფურცლების გამოყენებას და ავტომატურად აკონტროლებს ქვოტებს. ეისითი კვლევის CATI  ცენტრი 30 სამუშაო წერტილისგან შედგება. ცენტრი დილის 10 საათიდან ღამის 10 საათამდე მუშაობს.

საფოსტო გამოკითხვა
ჩვენ გთავაზობთ საფოსტო გამოკითხვებს, რომელიც კურიერის ან ფოსტის საშუალებით, რესპონდენტებისათვის შესავსები კითხვარების კონვერტებით მიწოდებას გულისხმობს, რესპონდენტებს მიეწოდებათ თვით-ადმინისტრირებადი კითხვარები, რომელსაც ისინი ინტერვიუერების გარეშე, თვითონ ავსებენ და კონვერტებითვე აბრუნებენ მკვლევარებთან.საფოსტო გამოკითხვები ძირითადად პანელურ კვლევებსა  და შიდაორგანიზაციულ კვლევებში გამოიყენება. ამ მეთოდით ინფორმაციის მოპოვება შედარებით მეტ დროს მოითხოვს, თუმცა საკმაოდ ხარჯთეფექტურია და მიზანშეწონილია ბევრი საკითხის ერთდროულად შესასწავლად, კონფიდენციალური ინფორმაციის მოსაპოვებლად და ა.შ.

ინტერნეტ გამოკითხვა
ინტერნეტ გამოკითხვები  დროისა და მატერიალური დანახარჯების მნიშვნელოვანად დაზოგვის საშუალებას მოგცემთ. პირისპირ ინტერვიუების მსგავსად, ინტერნეტ გამოკითხვებშიც შესაძლებელია თვალსაჩინო (ვიზუალური) მასალის ტესტირება. ამასთანავე, ელექტრონული კითხვარის შევსება საკმაოდ მოსახერხებელია თავად რესპონდენტებისთვისაც.