კონცეფციის ტესტირება
ვიდრე თქვენს იდეას ხორცს შეასხამთ და მომხმარებელს წარუდგენთ, მისი ტესტირება დაგეხმარებათ შეიტანოთ სათანადო ცვლილებები პროდუქტის ან სერვისის კონცეფციაში, მეტად მოარგოთ იგი ბაზრის მოთხოვნებსა და ტენდენციებს. შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზრდება პროდუქტის წარმატების ალბათობა.
კონფეფციის ტესტირების შემდეგ თქვენ ნათელი წარმოდგენა შეგექმნებათ:
• რამდენად საჭირო და მიმზიდველია ის მომხმარებლებისათვის;
• როგორია მომხმარებლის შესყიდვის განწყობა;
• რა არის მისი ძირითადი უპირატესობა ან ნაკლოვანება;
• რამდენად კონკურენტუნარიანია იგი;
• გაამართლებს თუ არა ეს კონცეფცია თქვენს მოლოდინებს;
კვლევის შედეგად კი შეძლებთ:
• შეიტანოთ კორექტივები კონცეფციაში მომხმარებელთა პრეფერენციების გათვალისწინებით;
• შეაფასოთ პროდუქტის პოტენციალი და გააკეთოთ პროგნოზი, რამდენად წარმატებული იქნება იგი;
• შეიტანოთ კორექტივები პროდუქტის განვითარების სტრატეგიაში.
