კლიენტები

კლიენტები ჩვენს შესახებ

Share |

ეისითის კლიენტები მსხვილი საერთაშორისო კორპორაციები და მოწინავე ქართული კომპანიები არიან. გარდა ამისა, ეისითი ღირებულ კონსულტაციას უწევს ბაზრის იმ ახალ, მცირე თუ საშუალო მოთამაშეებს, რომლებმაც საკუთარი პოტენციალის შესწავლისა და უპირატესობის აღმოჩენის შემდეგ პირველი ნაბიჯი გადადგეს წარმატებისკენ. ამრიგად ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია რას ფიქრობენ კლიენტები ეისითის საქმიანობისა და კონკურეტულად მათთვის შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ღირებულების შესახებ.



ეისითიში არსებული ექსპერტიზა, საერთაშორისო გამოცდილება, განსაკუთრებული შრომის კულტურა, პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი, კლიენტებზე ორიენტაცია და ეფექტურობა ეს ის ფაქტორებია, რის გამოც ეისითი უკვე 6 წლის მანძილზე საქართველოს ბანკის უცვლელი პარტნიორია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეისითის, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ბანკის წარმატებაში.


ალექსანდრე კაცმანი, საქართველოს ბანკის ბრენდის მართვის დეპარტამენტის დირექტორი



კლიენტის საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური მიდგომა, კონსულტანტების ფართო გამოცდილება, სანდო მონაცემები, შედეგების ღრმა ანალიზი და ღირებული რეკომენდაციები ეისითის მისი კონკურენტებისაგან გამოარჩევს. მათი პროფესიონალური მომსახურება და  ეფექტური სამუშაოები უმაღლესი დონისაა და ჩვენი კომპანია ძალიან კმაყოფილია ეისითის მიერ გაწეული სამუშაოთი.

გიორგი ებანოიძე, რედიქს თრეველის დირექტორი



ეისითიმ ეფექტური და კონკურენტუნარიანი საკომუნიკაციო სტრატეგია შექმნა „ჯეოსტილისათვის“, ამ საკომუნიკაციო სტრატეგიაში მთავარი აქცენტი კომპანიის უნიკალურ თვისებებსა და მახასიათებლებზე კეთდებოდა, რისი მიზანიც კომპანიის ცნობადობის ზრდა და  „ჯეოსტილის“ იმიჯის გაძლიერება გახლდათ.

ბ. საჯივი, შპს ჯეოსტილის გენერალური დირექტორი 




ჩვენს კომპანიებს ძალიან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის ისტორია აქვთ. უყოყმანოდ ვუწევთ რეკომენდაციას ეისითის და აუცილებლად კვლავ ვითანამშრომლებთ ამ კომპანიასთან, თუკი მოგვეცემა ამის შესაძლებლობა.

ირაკლი ფურცელაძე, ავერსის გენერალური დირექტორი




უკანასკნელი პროექტის ფარგლებში ეისითიმ KSB ბანკში სერვისის ხარისხის მონიტორინგის კვლევა ჩაატარა; მოცემული კვლევა თითქმის მთელ საქართველოს ფარავდა. მუშაობის პროცესში  ეისითის თანამშრომლები ყოველთვის ავლენენ მაღალ პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხს, პუნქტუალობას, გამჭვირვალობასა და მოქნილობას.
ეისითი  გვიჩვენებს ანალიტიკური აზროვნების შესანიშნავ მაგალითს, ხოლო მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები ყოველთვის ინდივიდუალურია და საკითხის სიღრმისეულ შემთხვევის შესწავლას ეფუძნება.

ნათია ჭყოიძე, KSB ბანკის აღმასრულებელი დირექტორი 




მსურს გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა და კმაყოფილება, რომ ეისითისთან თანამშრომლობის საშუალება მომეცა. შემიძლია  ნებისმიერ ორგანიზაციას გავუწიო რეკომენდაცია ეისითის მომსახურებაზე.

გერლოფ დე კორტე, კრედოს აღმასრულებელი დირექტორი




მათი ექსპერტიზა ყველა სფეროში იყო ის ფაქტორი რამაც განაპირობა, რომ ეისითი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გამხდარიყო. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეისითი კვლავაც შეიტანს თავის წვლილს ჩვენი კომპანიის წარმატებაში.

თამარ გაჩეჩილაძე, ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, მაგთიკომი



”პირადად ჩემი და GREENBERG QUINLAN ROSNER RESEARCH-ის გუნდის სახელით მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება იმ ოპერატიულობისა და მაღალი ხარისხისთვის, რომლითაც სრულდება ACT-ში სამუშაოები. ცალკე განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ უშუალოდ არჩევნების დღეს ჩატარებული სამუშაოებისთვის, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა ჩვენ ყველას, რომ ყველაფრის მიუხედავად ACT-ის ძალუძს ტემპისა და ხარისხის შენარჩუნება. სწორედ ამიტომ ჩვენ სიამოვნებით გაგიწიეთ რეკომენდაცია EDISON RESEARCH-თან და სასიამოვნო განცდა დაგვეუფლა, როდესაც ედისონის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ლენსკიმ იმთავითვე აღნიშნა ACT-ის მიერ ჩატარებული სამუშაოების მაღალი ხარისხი და თანამშრომლების მაღალი პროფესიონალიზმი. კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და გამოვთქვა იმედი, რომ მომავალშიც ასეთი ნაყოფიერი იქნება ჩვენს შორის თანამშრომლობა.”  

ჯერემი როსნერი, GREENBERG QUINLAN ROSNER RESEARCH აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი.



ჩვენს კომპანიებს ძალიან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ. მათი რეკომენდაციები ყოველთვის გამოსადეგი და ზუსტია.

ია ახვლედიანი, ადამიანური რესურსების მენეჯერი,  კურაციო



„საქართველოს ნავთობსექტორში მძაფრ კონკურენტულ გარემოს თუ გავითვალისწინებთ, ლიდერის პოზიციის შესანარჩუნებლად მუდმივად  საჭიროა ინოვაციები. შესაბამისად, მუდმივი განვითარებისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებისათვის ”ვისოლი” მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა კვლევებს. ACT, როგორც კონკურენტული უპირატესობის მქონე კვლევითი ორგანიზაცია, ამ კუთხით ”ვისოლის” სტაბილური პარტნიორია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და თუ დღეს ”ვისოლი” ლიდერია საქართველოს ნავთობსექტორში, ეს იმ სწორი გადაწყვეტილებების შედეგიცაა, რომელიც ACT–ის კვლევების საფუძველზე მივიღეთ.“

 სოსო ფხაკაძე, ვისოლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.



ბოლო წლების მანძილზე ეისითიმ ბევრი კვლევითი და საკონსულტაციო პროექტი განახორციელა. 2012 წელს ეისითი დაგვეხმარა ჩვენი ერთ-ერთი პროდუქტის - ONA Cream - ის სარეკლამო კამპანიის წარმართვაში. ეისითი შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიად მისი საქმიანობის სფეროში.

დავით ალავიძე, საქართველოს სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანიის გენერალური დირექტორი.


 

„ეისითი გამოირჩევა ორგანიზებული, მოტივირებული და კრეატიული გუნდით, რომელიც ყოველთვის ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. ეისითის მიერ შესრულებული სამუშაო განსაკუთრებული მონაცემთა შეგროვების მეთოდების ტრანსპარენტულობითა და უშუალოდ მოპოვებული მონაცემების მაღალი ხარისხისთ.“

თენგიზ ჭუმბურიძე - MCG-ის  მონიტორინგისა და შეფასების დირექტორი.



"მაქვს პატივი სარეკომენდაციო წერილი გავცე ეისითი კველვაზე. წინამდებარე სარეკომენდაციო წერილი არ ასახავს BP საქართველოს პოზიციას, იგი ეისითი კველვასთან მუშაობის ჩემს პირად გამოცდილებას წარმოადგენს.

ეისითი კვლევასთან თანამშრომლობა რამდენჯერმე მომიწია, როდესაც ეს კომპანია ასრულებდა BP საქართველოს დაკვეთას. ბოლო პროექტი, რომელიც ეისითიმ BP საქართველოსთვის შეასრულა, იყო სოციო-ეკონომიკური საბაზისო კვლევა დაახლოებით 66 კმ-იან WREP მილსადენთან დაკავშირებით, კვლევა ჩატარდა ორ ფაზად - 2008 და 2009 წლებში. კვლევა მიზნად ისახავდა BP საქართველოს პროექტის სამიზნე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დემოგრაფიული პროფილის დადგენასა და ადგილობრივი ინსფრასტრუქტურის, რესურსებისა და მომსახურებების შეფასებას. ეისითი კვლევამ ასევე ჩაატარა BTC-ის მილსადენით დაზარალებული ოჯახების გამოკითხვა 2009 წელს. ეისითიმ ყველა დაკისრებული ამოცანა წარმატებით შეასრულა.
დაკისრებული ამოცანების შესრულებისას, ეისითი კვლევის პერსონალმა გამოამჟღავნა მაღალი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა, გამჭვირვალობა და მოქნილი კომუნიკაციის უნარი. ეისითი კვლევის მიერ წარმოდგენილი საბოლოო ანგარიშები იყო ამომწურავი, დეტალური და სრულად შეესაბამებოდა მოლოდინს."

 

რუსუდან მეძმარიაშვილი, სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი, BP საქართველო



"ჩვენ ეისითის მივმართეთ საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეთა შესახებ დეტალური კვლევის ჩასატარებლად და საქართველოში ბიზნესის კეთების გარემოს შესაფასებლად. ჩვენ ვეძებდით მკვლევართა ჯგუფს, რომელსაც ექნებოდა: ორგანიზაციული შესაძლებლობა, მოეცვა საქართველოს რეგიონების უმრავლესობა, უნარი, კლიენტის მოთხოვნით შეზღუდულ ვადებისა და სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით ხარისხიანად შეესრულებინა დაკისრებული ამოცანები, მით უმეტეს, რომ IFC-ის კითხვარები ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე ჩვეულებრივ საქართველოში მანამდე ჩატარებული კვლევები.

მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ეისითიმ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. IFC მსგავს კვლევებს დსთ-ს ქვეყნებში ხშირად ატარებს და ჩვეულებრივ, პროექტის გუნდი ხშირად ჩივის იმ ფაქტის გამო, რომ კითხვარების დიდი ნაწილი გაყალბებით, არასწორად ან შეცდომებით არის შევსებული. ჩვენმა გუნდმა შეამოწმა ეისითის მიერ ჩატარებული სამუშაოს ხარისხი საველე სამუშაოების დროს და ვერ შეძლო რაიმე სახის დარღვევის აღმოჩენა, რაც სხვა ქვეყნებში იყო დაფიქსირებული. გარდა ამისა, ეისითიმ უმოკლეს ვადაში მოახერხა დამატებითი რესურსების მობილიზება, როდესაც კვლევის ხარისხისა და იმიჯის უზრუნველსაყოფად დამატებითი მცდელობები გახდა საჭირო.
ეისითის, როგორც გუნდის ერთ-ერთ ძლიერ მხარედ ითვლება კლიენტთან მისი დროული კომუნიკაციის უნარი და კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად საქმის სიღრმსეულად შესრულების უზრუნველყოფა. კიდევ უფრო დიდი შთაბეჭდილება დატოვა ეისითი კვლევითი გუნდის ცოდნამ და მზადყოფნამ, გაეზიარებინა კითხვარების ყველა აუცილებელი (და ხშირად რთული) დეტალი, იმისათვის, რომ მიეღოთ უფრო გულწრფელი და სწორი პასუხები. ამ კომპანიამ ასევე დიდი დახმარება გაგვიწია ფოკუს ჯგუფებთან კვლევების ჩატარებისას. ამგვარად, ეისითი წარმოადგენს როგორც ტექნიკურ/ლოჯისტიკურ ორგანიზაციას, ასევე ინტელექტუალურ ძალას, რომელიც მას გამოარჩევს გამოკითხვებისა და სოციალური კვლევების სფეროში მოღვაწე სხვა ქართული კომპანიებისგან."

გიორგი გელოვანი
პროექტის მენეჯერ, IFC მიცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტი საქართველოში


 

"ეისითი კვლევასთან საქართველოში მუშაობა მომიწია 2006 წლის ბოლოს - 2007 წლის დასაწყისში ბრიტანეთის საკონსულოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის საერთაშორისო პროექტზე. ბრიტანეთის საბჭო Ipsos MORI-სთვის ძალიან მნიშვნელოვანი კლიენტია, საქართველოს მხრიდან კველვით სამუშაოებს ეისითი კვლევა ატარებდა, რაც გულისხმობდა ჩემთან და ჩემი კლიენტის თბილისის წარმომადგენლობასთან მჭიდრო თანამშრომლობას 23 პირისპირი ჩაღრმავებული ინტერვიუს ორგანიზების, ჩატარებისა და ანალიზის საქმეში.
მე მათ აუცილებლად ავირჩევდი პარტნიორად კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოში. კომპანიის პერსონალი იყო უაღრესად ყურადღებიანი როგორც ჩემს მიმართ, ასევე საქართველოში ბრიტანეთის საკონსულოს მიმართ, გამოირჩეოდნენ მაღალი პროფესიონალიზმით. კომპანიის მიერ წარმოდგენილი თვისობრივი კვლევის ანგარიში იყო დეტალური, ამომწურავი და სრულად შეესაბამებოდა მოლოდინს. ანალიზი იყო კარგად გააზრებული, ღრმა და შესრულებული გამართული ინგლისურით. საბოლოო ჯამში, ამ პროექტისთვის ეისითი კვლევის მიერ შესრულებული სამუშაოებით ძალიან კმაყოფილი დავრჩი."

საიმონ რაილი, ასოცირებული დირექტორი, Ipsos MORI Hothouse