ადამიანები
”ეისითის” განვითარებასა და წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ”ეისითის” თანამშრომლებს - პროფესიონალთა გუნდს, რომელიც ჩვენი კომპანიის ყველაზე ღირებულ აქტივს წარმოადგენს.
ეისითი აერთიანებს სხვადასხვა სფეროს საუკეთესო პროფესიონალებს: სოციოლოგებს, ფსიქოლოგებს, სტატისტიკოსებს, პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტებს, ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტებსა და სხვა. თანამშრომელთა დიდ უმრავლესობას მაგისტრის ხარისხი აქვს. პროფესიონალიზმს თავის სფეროში ემატება სხვადასხვა ბიზნეს-სექტორთან მრავალწლიანი კვლევითი-საკონსულტაციო მუშაობის შედეგად დაგროვილი ექსპერტიზა. ამასთან,”ეისითის” თანამშრომლები მუდმივად ზრუნავენ კლიენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნასა და სასიამოვნო კომუნიკაციის უზრუნველყოფაზე. სწორედ თანამშრომელთა ეს უნიკალური ცოდნები, გამოცდილება და კლიენტზე ორიენტირებულობა ხდის შესაძლებელს, რომ ეისითისთან მუშაობა კლიენტისთვის ყოველთვის ეფექტური და საუკეთესო შედეგის მომტანი იყოს.
გარდა ამისა, ეისითის არაერთი თანამშრომელი ასწავლის საქართველოს სახელმწიფო თუ კერძო წამყვან საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, რითიც ქვეყნის დონეზე წვლილი შეაქვს ჩვენი დარგის განვითარებაში.
დღეს კომპანიაში დასაქმებულია:
საქართველოში:
60-მდე მუდმივი თანამშრომელი
9 რეგიონალური სუპერვაიზორი
15 ხარისხის კონტროლის ჯგუფის წევრი
5 რევიზიისა და კონტროლის სპეციალისტი
800 ინტერვიუერი და დამკვირვებელი.
აზერბაიჯანში:
6 მუდმივი თანამშრომელი
9 რეგიონალური სუპერვაიზორი
8 ხარისხის კონტროლის ჯგუფის წევრი
2 რევიზიისა და კონტროლის სპეციალისტი
110 ინტერვიუერი და დამკვირვებელი.
